2019 წლის თბილისობა დასრულდა. 1979 დაწყებული დღესასწაულის ისტორია დამოუკიდებელ საქართველოში გრძელდება.
"თბილისობამ" წლების განმავლობაში სახე იცვალა და საზოგადოების ნაწილისთვის შინაარსი დაკარგა. დღემდე დღესასწაულის განუყოფელი ნაწილია სახალხო ბაზრობები და სპეციალურად ამ დღისთვის ჩაფიქრებული სანახაობები.
საბჭოთა წარსულის მკვლევარს, ირაკლი ხვადაგიანს მიაჩნია, რომ ქალაქის დღესასწაულის დამკვიდრება იმდროინდელი კულტურის პოლიტიკას წარმოადგენდა. რეჟიმმა გადაწყვიტა ახალი ფორმების ძიება. თბილისობა რელიგიური შინაარსისაგან დაცლილი იყო. მისივე თქმით, "თბილისობა" ეროვნული და რელიგიური დღესასწაულების ჩასანაცვლებლად შემოღეს.
საზოგადოების ნაწილს მიაჩნია, რომ ეს, ერთი შეხედვით, უინტერესო დღეობაა. ნაწილი ფიქრობს, რომ დღესასწაულზე თბილისი მრავალსაუკუნოვანი ქალაქის კოლორიტულ იერს იბრუნებს და ორი დღით ხდება ისეთი, როგორიც წლების წინ იყო.